ექსპორტის სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის მომსახურება არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით რეგიონებში. EDA გთავაზობთ ექსპორტის არასრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის დისტანციურ დახმარებას- კონტაქტების დასამყარებლად პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან და საექსპორტო გარიგებების მოსაზიდად. ეს მომსახურება სასარგებლოა გამოცდილი ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რომელთაც სჭირდებათ საექსპორტო აგენტი კონკრეტული ბაზრისთვის ან პროდუქტის ექსპორტისთვის. ასევე მსგავსი მომსახურება გამოადგებათ კომპანიებსექსპორტის განვითარების საწყის ფაზაზე, რომლებსაც არ ჰყავთ სპეციალურად გამოყოფილი პერსონალი ექსპორტის სფეროში.
ექსპორტის დისტანციური მართვა არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.