ბაზრის კვლევა

მომსახურება ითვალისწინებს სამიზნე ბაზრის ღრმა და ყოვლისმომსცველ კვლევას. ამ სახის საკონსულტაციო მომსახურების მიზანია: იმ რაოდენობრივი მოცულობის დადგენა, რომლის შესყიდვაც არის შესაძლებელი; რა სახის მოდიფიკაციების განხორციელება არის საჭირო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ბაზარზე მისი მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად; პროდუქტის მარკეტინგის საუკეთესო გზის და ღირებულების განსაზღვრა; ბაზარზე პროდუქტის გრძელვადიანი პოტენციალის დადგენა; პოტენციური კლიენტების დადგენა; იმ პირების დადგენა, რომელთაც შეუძლიათ კომპანიისთვის დახმარების გაწევა უცხოურ ბაზარზე მარკეტინგული მიმართულებით. ამ სახის მომსახურება გულისხმობს ბაზრის შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ შეგროვებასა და ანალიზს, რომელიც შემდგომ გამოიყენება იმ საექსპორტო ბაზრების დადგენისთვის, რომელთაც გააჩნიათ მაღალი პოტენციალი. ეს არის მარკეტინგის / ექსპორტის პროცესის ფუნდამენტური ატქივობა.
ბაზრის ინდივიდუალური კვლევა არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.