ჩვენ შესახებ

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით ადვოკატირების, კონსულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს. ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას, ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას. EDA-ს წევრთა უმეტესობა მოღვაწეობს საწარმოო სექტორებში, თუმცა ასოციაცია ასევე აერთიანებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებსაც. ჩვენ ვთავაზობთ მუდმივად განახლებულ პროდუქტის / ბაზრის მოკლე მიმოხილვას ექსპორტიორებს და სტიმულს ვაძლევთ ქართულ კომპანიებს ჩაერთონ საექსპორტო საქმიანობაში მათი ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევის მიზნით. ჩვენი მთავარი კომპეტენციაა ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.