სავაჭრო მისიები & სასწავლო/შემეცნებითი ტურები


EDA ორგანიზებას უწევს სავაჭრო მისიებს (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) და ქართველი ექსპორტიორების საინფორმაციო და გაცნობით/სასწავლო ვიზიტებს სამიზნე ბაზრებზე – კონკურენციის კვლევის, გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი პარტნიორების შეძენის მიზნით. ეს სერვისი ხშირად კომბინირებულია სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობასთან და B2B შეხვედრების მომსახურებასთან.
საქართველოს ფარგლებში მისიები მოიცავს მყიდველების ვიზიტების ორგანიზებას ქართულ ექსპორტიორ კომპანიებში, რაც აძლევს საშუალებას კომპანიებს პირდაპირ შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს და აჩვენონ საწარმოო ობიექტები.
სავაჭრო მისიები ქვეყნის საზღვრებში და მის გარეთ – არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.