ბაზრის კვლევა


მომსახურება ითვალისწინებს სამიზნე ბაზრის ღრმა და ყოვლისმომსცველ კვლევას. ეს მომსახურება მოიცავს ინფორმაციას საექსპორტო ბაზრის შესახებ (სტატისტიკური ინფორმაცია; ქვეყნის ეკონომიკური მიმოხილვა; სავაჭრო სტატისტიკა; ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა სახის მოდიფიკაციების განხორციელება არის საჭირო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ბაზარზე მისი მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად; პროდუქტის მარკეტინგის საუკეთესო გზის და ღირებულების განსაზღვრა; ბაზარზე პროდუქტის გრძელვადიანი პოტენციალის დადგენა; პოტენციური კლიენტების დადგენა და სხვა). ამ სახის მომსახურება გულისხმობს ბაზრის შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ შეგროვებასა და ანალიზს, რომელიც შემდგომ გამოიყენება იმ საექსპორტო ბაზრების დადგენისთვის, რომელთაც გააჩნიათ მაღალი პოტენციალი.
ბაზრის ინდივიდუალური კვლევა არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.