ექსპორტის დისტანციური მართვა
ექსპორტის სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის მომსახურება არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით რეგიონებში.
EDA სთავაზობს კომპანიებს ექსპორტის არასრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის დისტანციურ დახმარებას - პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან კონტაქტების დასამყარებლად და საექსპორტო გარიგებების მოსაზიდად. ეს მომსახურება სასარგებლოა გამოცდილი ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რომელთაც სჭირდებათ საექსპორტო აგენტი კონკრეტული ბაზრისთვის ან პროდუქტის ექსპორტისთვის.
ასევე მსგავსი მომსახურება გამოადგებათ კომპანიებს ექსპორტის განვითარების საწყის ფაზაზე, რომლებსაც არ ჰყავთ ექსპორტის სფეროში სპეციალურად გამოყოფილი პერსონალი.
ექსპორტის დისტანციური მართვა არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.