საერთაშორისო სავაჭრო გამოფენების ორგანიზება
სავაჭრო გამოფენა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკეტინგული საშუალება ექსპორტიორებისთვის. ეს მომსახურება ეხმარება ბენეფიციარებს სწრაფად შეიქმნას წარმოდგენა ბაზრის და კონკურენციის შესახებ და დაამყაროს საქმიანი კონტაქტები. ზოგიერთი სავაჭრო გამოფენა შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს გაყიდონ თავიანთი პროდუქტები ადგილზე. საერთაშორისო სავაჭრო გამოფენა ასევე არის ადგილი, სადაც კომპანიებს შეუძლიათ პირდაპირ დაეკონტაქტონ პოტენციურ პარტნიორებს. EDA გასცემს რჩევებს თუ რომელი სავაჭრო გამოფენა არის საუკეთესო კონკრეტული კომპანიისთვის და ორგანიზებას უწევს ყველა დეტალს წარმატებული მონაწილეობისთვის.
კომპანიის წარდგენა საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებზე/ღონისძიებებზე არის ფასიანი მომსახურება. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.