ჩვენ შესახებ
ძირითადი კომპეტენციები:
ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) დაარსდა 2012 წელს ქართული საწარმოების ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიზნით
ადვოკატირების, კონსულტაციებისა და პოპულარიზაციის გზით. EDA არის წევრობაზე დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც აერთიანებს
ექსპორტზე ორიენტირებულ ქართველ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს.
ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს პოტენციალის გაფართოებას, უზრუნველყოფს საექსპორტო მარკეტინგული გეგმის შემუშავებას,
ექსპორტის მართვის მომსახურებას, სამიზნე საექსპორტო ბაზრის შერჩევასა და სავაჭრო ბარიერების დაძლევას.
1. ექსპორტის ხელშეწყობა: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ასოციაციამ დაგეგმა და მართა 30-ზე მეტი საერთაშორისო მასშტაბური სავაჭრო გამოფენა.
2. ბაზრის კვლევა: EDA-მ შეიმუშავა 100 ზე მეტი კვლევა, რაც ეხმარება კომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევაში.
ამ სტრატეგიებმა ქართულ ბიზნესს მისცა საშუალება მიეღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ახალ ბაზრებზე შესვლის ან გაფართოების დროს.
3. პოლიტიკის ანალიზი და ადვოკატირება: ასოციაციამ წარმატებით გაამარტივა რთული სავაჭრო შეთანხმებები და კონფერენციებისა და საექსპორტო გაიდლაინების საშუალებით, ქართულ ბიზნესს საშუალება მისცა შეესწავლათ საერთაშორისო სავაჭრო რეგულაციები.
4. მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარება: ორგანიზაცია ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს სხვადასხვა მიმართულებით რის ფარგლებშიც ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა 500-ზე მეტი ტრენინგი, რომელსაც 13000-ზე მეტი მსმენელი დაესწრო.
5. ექსპორტის სტრატეგია: EDA აქტიურად მუშაობს ექსპორტის სტრატეგიების შემუშავების მიმართულებით.
სტრატეგიულმა საგზაო რუქებმა კომპანიებს მისცა საშუალება, წამოიწყონ და გააფართოვონ საექსპორტო გაყიდვები.