ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) ახორციელებს პროექტს „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღჭურვა და განვითარება“. პროექტი დაფინანსებულია bp საქართველოს მიერ.
პროექტი ხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან და დასრულდება 2026 წლის მარტის ბოლოს. პროექტის ბიუჯეტია 253,839 ლარი. პროექტის მიზანია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა თავშესაფარებლების აღჭურვა, მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟი და ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციის მიზნით, ცნობიერების ამაღლების აქტივობების ხელშეწყობა. ინტერვენციის შედეგად, პარკის ხუთივე სადგურს ექნება განახლებადი ელექტრო ენერგიის წყარო და ცხელ წყალზე მომუშავე საშხაპე კაბინები. […]