ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) ახორციელებს პროექტს „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების აღჭურვა და განვითარება“. პროექტი დაფინანსებულია bp საქართველოს მიერ. 

პროექტი ხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან და დასრულდება 2026 წლის მარტის ბოლოს. პროექტის ბიუჯეტია 253,839 ლარი.  

პროექტის მიზანია ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა თავშესაფარებლების აღჭურვა, მეტეოროლოგიური სადგურის მონტაჟი და ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის, ბიომრავალფეროვნების დაცვის პოპულარიზაციის მიზნით, ცნობიერების ამაღლების აქტივობების ხელშეწყობა. 

ინტერვენციის შედეგად, პარკის ხუთივე სადგურს ექნება განახლებადი ელექტრო ენერგიის  წყარო და ცხელ წყალზე მომუშავე საშხაპე კაბინები. ენერგიის უზრუნველყოფა მოხდება მზის პანელების მეშვეობით. ამასთანავე, დამონტაჟდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეტეოსადგურის შესაბამისი აღჭურვილობები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კრიტიკული პარამეტრებით ამინდის უწყვეტი მონიტორინგი. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია როგორც ვიზიტორთა უსაფრთხოებისთვის, ასევე წარმოადგენს ღირებულ ინფორმაციას კლიმატის ცვლილებაზე მომუშავე მეცნიერებისთვისა თუ ადგილობრივად სოფლის მეურნეობით დაკავებული მეწარმეებისთვის.

ზემოხსენებული ინტერვენციები საშუალებას მისცემს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს გააუმჯობესოს არსებული, და შესთავაზოს ახალი მომსახურებები. ინფრასტრუქტურის ამოქმედების შემდეგ, პროექტი ხელს შეუწყობს პარკის ბიომრავალფეროვნების პოპულარიზაციას და ახალი მომსახურებების წარმოჩენას.

Export Development Association (EDA) has started the project „Equip and Develop Lagodekhi Protected Areas “. Project is funded by bp Georgia.

The project started in December 2024 and will be completed by the end of March 2026. The project budget amounts to 253,839 GEL.

The project aims to support LPA in equipping visitor shelters, installing meteorological station and in carrying out auxiliary outreach activities to promote the culture of biodiversity safeguarding among local youth and interested stakeholders. 

As a result of the intervention, all five shelters will be equipped with solar hydro panels and shower cabins with hot water, all powered by renewable energy sources. Also, a meteorological station equipped with diverse climate measurement tools will be installed. Measuring several climate conditions will allow continuous statistics for determination of climate change. Each type of meteorological data is crucial for LPA to ensure safety of visitors, meteorological information is also important for scientists’ groups to conduct expeditions in such areas and Lagodekhi farmers to plan their agricultural activities accordingly. 

These interventions will enable LPA to improve its existing and offer new services. The project will promote the park’s biodiversity and new services after the launch of new infrastructure.