EXPORT HELPDESK

Export Helpdesk არის საკონსულტაციო მომსახურება, კომპანიების ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით. ექსპორტის მხარდაჭერის სამსახური ინფორმაციას აწვდის ქართულ ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს საექსპორტო დოკუმენტების, წარმოშობის წესების, ეტიკეტირების, შეფუთვის, სტანდარტების და სერტიფიკაციის, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ექსპორტის მხარდაჭერის სამსახური არის პირველი ეტაპი, რომელიც ადგენს საინტერესო ბაზარს და განსაზღვრავს რა პოტენციალს სთავაზობს ის ექსპორტიორ კომპანიებს. აღნიშნული საკონსულტაციო სამსახური დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს იპოვონ სათანადო ბაზრები, დააკვირდნენ ტენდენციებს და განსაზღვრონ ადეკვატური პერსპექტივები.
აღნიშნული სამსახურს მინიმუმამდე დაყავს თითოეული კომპანიის კვლევის ხარჯი და ამარტივებს ამ პროცესს კომპანიებისთვის. ბაზრის ანალიზის ან საექსპორტო მომსახურების მთლიანი პაკეტის ყიდვის ნაცვლად, კომპანიებს შეუძლიათ შეისწავლონ საბაზო ინფორმაცია და შესაძლებლობები კონკრეტულ ბაზრებზე. ასეთი მომსახურება მინიმუმამდე შეამცირებს ხარჯებს, მაქსიმალურად გაზრდის სარგებელს და დაეხმარება ექსპორტიორებს სხვადასხვა შესაძლებლობების გამოვლენაში.
Export Helpdesk ინფორმაცია:

  • იმპორტის პროცედურები
  • პროდუქციის მოთხოვნები
  • იმპორტის გადასახადები
  • შიდა გადასახადები
  • წარმოშობის წესები
  • სავაჭრო სტატისტიკა

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ Export Helpdesk უზრუნველყოფს უფასო მიმოხილვას აღნიშნულ თემებზე და კონსულტაციას, თუ სად მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას. კვლევის ანგარიშებზე წვდომა ფასიანია.
ფასების შესახებ ინფორმაციისთვის, მიმართეთ EDA-ს.