სერვისები

In EDA, Everything’s Covered – From Introduction to Aftercare

ჩვენი მომსახურებები მოიცავს ექსპორტის განვითარების ყველა იმ ასპექტს, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს კომპანიას. სრული საერთაშორისო დაფარვისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან ევროპულ საექსპორტო საკონსულტაციო ფირმასთან და უზრუნველვყოფთ ჩვენს წევრებს წვდომით თანამედროვე მომსახურებებზე ნებისმიერ ბაზარზე ან სექტორში. EDA 15 სახის მომსახურებას უწევს ესპორტიორებს: ექსპორტის მზადყოფნიდან და საექსპორტო პოტენციალის აუდიტიდან – სამიზნე ბაზრის კვლევასა და პოტენციური პარტნიორის შერჩევამდე. ჩვენი მომსახურებებით კომპანიებს უადვილდებათ საექსპორტო ბარიერების დაძლევა და იღებენ სრულ ინფორმაციას სამიზნე ბაზრებზე მოქმედი რეგულაციებისა და სტანდარტების შესახებ. ინტერნაციონალიზაციის შესახებ საბაზო სახელმძღვანელო საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი კომპანიისთვის უფასოა. ჩვენი წევრები არ იხდიან საწევრო მოსაკრებელს, თუმცა ევალებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევებში წელიწადში ორჯერ, რადგან ჩვენ გვჯერა ექსპორტის განვითარების, რომელიც ეფუძნება დროის რეალურ პერიოდში შესწავლილ ინფორმაციას. ყველა წევრს აქვს ფასდაკლება EDA და Gateway&Partners-ის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებზე.

გაიარე მარტივი ონლაინ ტესტი იმის გასაგებად, არის თუ არა შენი კონპანია მზად ექსპორტის დასაწყებად. ასეთი შეფასება დაგიცავთ დროის და რესურსების ფუჭად ხარჯვისგან.
Export Helpdesk არის საკონსულტაციო მომსახურება, რომელსაც უზრუნველყოფს EDA მზარდი ფირმების ევროკავშირისა და სხვა განვითარებულ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით.
თუ თქვენი კომპანია ჯერ კიდევ არ არის ექსპორტიორი, გთხოვთ, თავდაპირველად გაიარეთ ექსპორტის მზადყოფნის ტესტი. ექსპორტის პოტენციალის შეფასება განსაზღვრულია თქვენთვის, თუ თქვენ ხართ მზად ექსპორტის დაწყების, გაფართოებისა და დივერსიფიკაციისთვის.
ბაზარზე შესვლის რეკომენდაციები არის საკონსულტაციო მომსახურება, როდესაც ბენეფიციარი იღებს ინფორმაციას პოტენციური ქვეყნების შერჩევისა და მათი ბაზრების კვლევის შესახებ. ეს მომსახურება გულისხმობს ბაზრების ანალიზს, შესაძლო ქვეყნების შერჩევასა და რეკომენდაციების მომზადებას აღნიშნულ ბაზრებზე შესვლასთან დაკავშირებით.
მომსახურება ითვალისწინებს სამიზნე ბაზრის ღრმა და ყოვლისმომსცველ კვლევას. ამ სახის საკონსულტაციო მომსახურების მიზანია: იმ რაოდენობრივი მოცულობის დადგენა, რომლის შესყიდვაც არის შესაძლებელი; რა სახის მოდიფიკაციების განხორციელება არის საჭირო პროდუქტთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ბაზარზე მისი მიმზიდველობის გასაუმჯობესებლად.
ექსპორტის სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის მომსახურება არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით რეგიონებში. EDA გთავაზობთ ექსპორტის არასრული განაკვეთით მომუშავე პროფესიონალი მენეჯერის დისტანციურ დახმარებას- კონტაქტების დასამყარებლად პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებთან და საექსპორტო გარიგებების მოსაზიდად.
სავაჭრო გამოფენა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარკეტინგული საშუალება ექსპორტიორებისთვის. ეს მომსახურება ეხმარება ბენეფიციარებს სწრაფად შეიქმნას წარმოდგენა ბაზრის და კონკურენციის შესახებ და დაამყაროს საქმიანი კონტაქტები.

ტვირთის კონსოლიდაცია

ექსპორტის განვითარების ასოციაცია ქართველ ექსპორტიორებს სთავაზობს ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას – სხვადასხვა კომპანიის ტრანსპორტირებისთვის მომზადებული საქონლის კონსოლიდაციას, განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ჩატანას.
EDA ორგანიზებას უწევს სავაჭრო მისიებს (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ) და ქართველი ექსპორტიორების საინფორმაციო და გაცნობით/სასწავლო ვიზიტებს სამიზნე ბაზრებზე – კონკურენციის კვლევის, გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი პარტნიორების შეძენის მიზნით. ეს სერვისი ხშირად კომბინირებულია სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობასთან და B2B შეხვედრების მომსახურებასთან.

ექსპორტის სტრატეგია

EDA ექსპორტიორებსა და ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს სთავაზობს ექსპორტის სტრატეგიისა და ექსპორტის მარკეტინგის გეგმის შემუშავებას. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.

პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება

პროდუქციის საექსპორტო ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება.

საექსპორტო პროდუქციის ბრენდირება

EDA მომხმარებელს სთავაზობს საექსპორტო პროდუქციის ბრენდირების მომსახურებას – პროდუქციის შეფუთვა, ეტიკეტირება და სხვა მარკეტინგული მიმართულებები. გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.

სავაჭრო პორტალებზე რეგისტრაცია

გთხოვთ, ფასების შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ EDA-ს.​